ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი
კლინიკის ისტორია

 

 

გიორგი ჯავრიშვილი

 

კლინიკა „ოფთალმიჯი“ დაარსდა თბილისში 1996 წლის 7 იანვარს. დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავრიშვილი.
კლინიკის დაარსებას წინ უძღოდა რამდენიმე საინტერესო მოვლენა. 1987 წელს გიორგი ჯავრიშვილი იწყებს ორდინატურის 2 წლიან კურსს მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში.


1990 წელს სვიატოსლავ ფიოდოროვის ინიციატივით გიორგი ჯავრიშვილი მივლინებულ იქნა იტალიის ქ. ნეაპოლში თვალის კლინიკა „Centro Oculistico „SOVIET”-ში, გამოსაგზავნი პაციენტების შესარჩევად. შემდეგ 1.5 წლის განმავლობაში გიორგი ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით რამდენიმე რუს და ქართველ ოფთალმოლოგს მოუწია ზემოთაღნიშნულ კლინიკაში მუშაობა. ეს იყო ქართველი ოფთალმოლოგების პირველი გასვლა სამუშაოდ ევროპაში.
1991 წელს გიორგი ჯავრიშვილმა მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია. ორივე ნაშრომი ეხებოდა რქოვანის პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობას.


გიორგი ჯავრიშვილის მონაწილეობით 1992 წელს უკრაინაში, ქ. დონეცკში შეიქმნა თვალის მიკროქირურგიის კლინიკა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
1997 წელს, საქართველოში პირველად, „ოფთალმიჯის“ ბაზაზე დაინერგა რქოვანის გადანერგვის, ბადურა გარსის ლაზერული და კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის ოპერაციები. ეს იყო ნამდვილი გარღვევა ქართულ ოფთალმოლოგიაში, რომელსაც, როგორც წესი, გამოუჩნდენ მოწინააღმდეგენიც. თუმცა ახალი მეთოდები თანდათან გავრცელდა სხვა კლინიკებშიც.


1997 წლიდან იწყება „ოფთალმიჯის“ ფილიალების მშენებლობა - ქუთაისი, თელავი, გორი, რუსთავი, ცხინვალი, საჩხერე, ზუგდიდი, მარნეული, გლდანი.

2000 წელს შეიქმნა ქვეყანაში ერთადერთი მოძრავი საოპერაციო ბლოკი. მოძრავმა კლინიკამ რამოდენიმეჯერ მოიარა საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი, კონსულტირებულ იქნა 50 000-მდე პაციენტი და გაკეთდა დაახლოებით 10 000 ოპერაცია. ბოლო 3 წელია მოძრავი კლინიკა ემსახურება საჩხერის და საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას.

კლინიკა „ოფთალმიჯი“ ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უფასოდ ათასობით ეკონომიკურად გაჭირვებულმა პაციენტმა მიიღო მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურეობა.

ყოველივე ამის ლოგიკური გაგრძელება იყო 2009 წელს გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის შექმნა. ფონდი ყოველწლიურად უსასყიდლოდ ასრულებს ასამდე უმაღლესი კატეგორიის ოფთალმოლოგიურ ოპერაციას მეცნიერებათა აკადემიის და შემოქმედებითი ინტელიგენციის (მხატვრები, მუსიკოსები, ლიტერატორები, მსახიობები) დასახმარებლად.

2009 წელს კლინიკამ დაიწყო სათაო ოფისის მშენებლობა თბილისში, დიღმის სამედიცინო კლასტერში, მიხეილ ჭიაურელის ქ 7. მიწის ფართობია 6000 კვ.მ, შენობის - 2400 კვ.მ. შენობა აშენდა განსაკუთრებული პროექტით. გამოყენებულია მოპირკეთების, სანტექნიკის, თბოიზოლაციის, გათბობა-ვენტილაციის (VRV) არასტანდარტული სისტემები და მოწყობილობები. მომწოდებლები - York, Reinars, Porcelanosa, Willeroy & Bosch. მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო ISO-სტანდარტის ყველა მოთხოვნა. კლინიკის ბაზაზე დამონტაჟდა ბოლო თაობის ოფთალმოლოგიური აპარატურა ისეთი მწარმოებლების, როგორიცაა Zeiss, Bausch & Lomb, Alcon, Nidek.

 

 

კლინიკის ექიმები მუდმივად არიან ჩართული საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციებსა და კონგრესებში.


კლინიკა ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც - წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის ბაზას. გრძელდება სტუდენტების და რეზიდენტების სწავლების ახალი ფორმების ძიება. ეხლახანს კლინიკამ მიიღო კერძო რეზიდენტურის სერტიფიკატი.


ქვეყანაში ოფთალმოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2006 წელს გიორგი ჯავრიშვილი ქ. მოსკოვში დაჯილდოვდა სვიატოსლავ ფიოდოროვის საერთაშორისო პრემიით.

 

 

2013 წელს კლინიკის შენობაში გაიხსნა საგამოფენო დარბაზი - „Oftalmij Art Gallery“.

 

 

 

ჩვენი ქსელი
გადიდება
გლდანი, ვეკუას ქ #12
ტელ.: ( 995 32) 2622537
გორი, სუხიშვილის ქ # 12
ტელ.: (370) 272853
გურჯაანი, კოსტავას ქ #26
ტელ.: (350) 231717
რუსთავი, მესხიშვილის ქ #12
ტელ: (341) 277188
მარნეული, 26 მაისის ქ # 80
ტელ: (357) 224020
თელავი, აღმაშენებლის ქ # 43
ტელ: (350) 273070
ქუთაისი, ირ.აბაშიძის გამზ #12
ტელ: (431) 274916
ზუგდიდი, გამსახურდიას 211
ტელ.: (415) 224383 , მაგთიფიქსი: 790 303474