კონსერვატიული მკურნალობა
ყოველწლიურად ჩვენს კლინიკაში უამრავი ადამიანი იტარებს კონსერვატიულ მკურნალობას. ექიმთა მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა საშუალებას იძლევა მივიღოთ სასურველი შედეგი. კონსერვატიული მკურნალობა წარმატებით გამოიყენება თვალის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
-ახლომხედველობა
- შორსმხედველობა
- ამბლიოპია
- ბადურის დეგენერაცია (თანდაყოლილი და მოხუცებულობითი)
- მხედველობის ნერვის ატროფია (გლაუკომა, ნევრიტი, პოსტტრავმული ატროფია)
- სიელმე
- თვალის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ქალაზიონი, კერატიტი, უვეიტი...)
- მშრალი თვალის სინდრომი
- კომპიუტერული სინდრომი