გალერეა გაიხსნა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის 20 შესანიშნავი ქართველი მხატვრის 40 ნამუშევრით. ყველა ეს ნამუშევარი ეკუთვნის კოლექციონერ გივი ფარასტაშვილს. ვერნისაჟზე წარმოდგენილი იყო გუდიაშვილის, გაბაშვილის, ახვლედიანის, კაკაბაძის, შუხაევის, თოიძის, ზდანევიჩის და სხვათა ფერწერული ტილოები. შემდეგ თვეებში გალერეა მასპინძლობდა რუსუდან ჯავრიშვილის, დავით წერეთლის და გია გუგუშვილის პერსონალურ გამოფენებს.